ესპანელი და ფრანგი ფერმერების ერთობლივი პროტესტი

03 ივნისი 2024, 14:16 382 ნახვა

ესპანელი ფერმერები ევროპარლამენტის არჩევნების წინ პროტესტის ნიშნად საფრანგეთის საზღვრისკენ გაემართნენ, სადაც გზების გადაკეტვას გეგმავენ. ისინი ფრანგ ფერმერებთან ერთობლივ საპროტესტო აქციას გამართავენ და საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დამაკავშირებელ მთავარ  ავტომაგისტრალებს დაბლოკავენ.

ფერმერები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ გამორიცხავენ პროტესტის გაფართოებას.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ზამთრის მასშტაბური პროტესტის შემდეგ მათი მოთხოვნების რამდენიმე პუნქტში არ შესრულებულა, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტროენერგიის საგადასახადო შეღავათები, „გაზრდილი სასურსათო უსაფრთხოება“, გადასახადების გადახედვა და მზის ელექტროსადგურებზე წვდომის მოპოვებაში მხარდაჭერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში