ევროპარლამენტის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ორ ევროპას შორის - ჯორჯია მელონი

02 ივნისი 2024, 11:25 431 ნახვა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნები იქნება „რეფერენდუმი ორ ევროპას შორის“.

ამის შესახებ, მან რომში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე ანაცხადა.

„ერთი მხრივ, ეს არის იდეოლოგიური, ცენტრალიზებული, ნიჰილისტური და სულ უფრო ტექნოკრატიული ევროპა. მეორე მხრივ კი, ესაა თამამი და ამაყი ევროპა, რომელიც არ ივიწყებს საკუთარ ფესვებს, რადგანაც ეს ფესვები განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ და გვეხმარება ორიენტირებაში“, – განაცხადა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ევროპარლამენტში უმრავლესობაში მოვიდნენ ცენტრისტული და მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები.

„ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ბრიუსელში ის, რაც რომში გავაკეთეთ წელიწადნახევრის წინ – შევქმნათ მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა და გავაგზავნოთ ოპოზიციაში მემარცხენეები, წითლები, მწვანეები და ყვითლები, რომლებმაც, ბოლო წლებში, ძალიან ბევრი ზიანი მოუტანეს ჩვენს კონტინენტს“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

ჯორჯია მელონი მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ წევრია. პარტია ევროპარლამენტში „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაშია.

ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა, მარინ ლე პენმა, ჯორჯია მელონის გაერთიანება შესთავაზა.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი