აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ.
პარტიის ინფორმაციით, ნიკოლაიშვილი და ბერძენიშვილი დეპუტატებს "მძიმე" სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში.“