ევროპული ტურნეს ფარგლებში, ენტონი ბლინკენი მოლდოვაში გაემგზავრა

29 მაისი 2024, 10:16 348 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში გაემგზავრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამით ბლინკენმა დაიწყო ევროპული ტურნე, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ნატო-ს მოკავშირეებსა და მეზობელ ქვეყნებში.

"კიშინიოვში მდივანი ბლინკენი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი