„სალონური საუბრები“ - ახალი პროექტი ქობულეთის მერიის მხარდაჭერით.
1 წლის განმავლობაში ქობულეთელი ახალგაზრდები საზოგადოების არაერთ წევრს შეხვდებიან და სხვადასხვა თემაზე დისკუსიას გამართავენ.
შესაძლებლობა ექნებათ ამავე შეხვედრების ფორმატში ცოდნა რამდენიმე მიმართულებით გაიღრმავონ.
პირველი შეხვედრა ქობულეთის სახელოვნებო სკოლაში გაიმართა.