ბათუმის სპორტის სასახლე ჭადრაკში საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრება რვა, თორმეტ და თექვსმეტ წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის ტარდება. ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
შვიდი ტური უკვე გათამაშდა და ლიდერებიც გამოიკვეთნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები ტიტულთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.