პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში რუსულ და ბელარუსულ გავლენებს გამოიძიებს

22 მაისი 2024, 08:07 371 ნახვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქვეყანაში „რუსული და ბელარუსული გავლენების“ გამოძიების მიზნით  სპეციალური კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ეს გადაწყვეტილება ტუსკმა მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონელმა მოსამართლემ, რომელსაც სამხედრო საიდუმლოებაზე ჰქონდა წვდომა, თავშესაფარი ბელარუსს სთხოვა.

ტუსკის განცხადებით, „რუსეთისა და ბელარუსის გავლენის“ საგამოძიებო კომისია ცხრიდან 13-მდე ადამიანით იქნება დაკომპლექტებული, მათ კანდიდატურებს კი მინისტრები წარადგენენ.

კომისიას პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი იაროსლავ სტრუჟიკი უხელმძღვანელებს. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობის პირველი ანგარიში ზაფხულში გამოქვეყნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში