ბათუმის „დინამო“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

20 მაისი 2024, 09:33 469 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონი ორჯერ იგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ შეხვედრა წააგო. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „კოლხეთი-„ტორპედო“ – 2:5; „გაგრა“-„თელავი“ – 2:0; „დილა“-„დინამო“ თბილისი 2:1; „სამგურალი“-„სამტრედია“ – 4:0. 15 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 27 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „იბერია“ 32 მეორე პოზიციაზეა, სატურნირო ცხრილს კი გორის „დილა“ ლიდერობს.

მომდევნო ტურში ზღვისპირელები თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 23 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი