ქსკ “ბათუმი” “ნორჩ დინამოს” ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს

18 მაისი 2024, 15:29 1039 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი “ბათუმი” მე-9 ტურის მატჩში “ნორჩ დინამოს” ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

შეხვედრა 20 მაისს 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში “ბათუმი” 12 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ნორჩი დინამო” 4 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში