ხმაური საკრებულოს სხდომაზე

27 მარტი 2017, 00:00 2440 ნახვა

ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ბიძინა ივანიშვილის მიერ, დენდროლოგიური პარკისთვის შეძენილი ხეების გადატანის საკითხზე იკამათეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი არაერთხელ გააპროტესტეს. ისინი აცხადებენ, რომ მცენარეების ტრანსპორტირების გამო ციხისძირში სხვა ნარგავები მოჭრეს, რასაც გამწვანების სამსახურში უარყოფენ. საკრებულოს სხდომაზე დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში