ევროპელი  ლიდერების  გზავნილები

27 მარტი 2017, 00:00 2099 ნახვა

''საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა'' – ასე გამოეხმაურა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს სლოვაკეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი. მიროსლავ ლაჩეკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 28 მარტიდან ქართველები შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. ''მშვენიერია, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამსახურებული '' - წერს სლოვაკი მინისტრი. საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემაც მიულოცა. "ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით", - განაცხადა ვიდეომიმართვაში ლიტვის პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი