აშშ უკრაინასთან 10 წლის ვადით უსაფრთხოების შეთანხმებას აფორმებს

15 მაისი 2024, 09:15 486 ნახვა

შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროში - „ავიაციიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“. 

ბლინკენის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმება ხელს შეუწყობს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების დაჩქარებას და საშუალებას მისცემს უკრაინას მომავალში აწარმოოს საკუთარი საბრძოლო მასალა და არტილერია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში