მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი

14 მაისი 2024, 14:10 381 ნახვა

საპროტესტო აქციებს დილიდან შეუერთდა მოსწავლეების ნაწილი,  ისინი აპროტესტებენ კანონპროექტს და ფიქრობენ, რომ ამ გზით საქართველო ევროპულ კურსს შორდება და მიდის რუსეთისკენ.

„არა რუსულ კანონს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ ისმოდა დღეს აქციაზე, მოსწავლეებმა მოგვიანებით მეორე სკოლასთან გადაინაცვლეს, სადაც მათი განცხადებით, თანატოლებს არ ეძელოდათ საშუალება აქციას შეერთებოდნენ. პროტესტის მხარდაჭერა დღეს იმ მოსწავლეების ნაწილმაც დააფიქსირა, რომლებიც სკოლის ჭიშკარს მიღმა იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ევროპა ქვეყნის ისტორიული არჩევანია და დაუშვებელია ამ კურსს საფრთხე დაემუქროს, ამიტომ მოითხოვენ შეჩერდეს ძალადობა და ხელისუფლებამ უარი თქვას აღნიშნულ კანონზე.

პროტესტს დღეს დილიდან შეუერთდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტთა ნაწილი. მათ უნივერსიტეტთან განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ აუდიტორიებში დაბრუნებას კანონპროექტის უკან გაწვევამდე არ აპირებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი