მაკგრეგორი ოქტაგონზე ოფიციალურად ბრუნდება

08 მაისი 2024, 09:44 252 ნახვა

UFC-მ წარმოადგინა ლეგენდარული კონორ მაკგრეგორის მომავალი ბრძოლის პირველი სარეკლამო რგოლი, ვიდეოში უჩვენეს მაკგრეგორის ხასიათი იმ სიმღერის ფონზე, რომლითაც ირლანდიელი, ჩვეულებრივ, ოქტაგონზე გადის.

კონორ მაკგრეგორი, ამა წლის 29 ივნისს UFC 303-ის ტურნირზე შეხვდება მაიკლ ჩენდლერს.

ირლანდიელს 2021 წლის შემდეგ არ უჩხუბია, რაც დასტინ პორიესთან ბრძოლისას ფეხი მოიტეხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში