საერთაშორისო გართხილებების მიუხედავად ისრაელი აგრძელებს დარტყმებს რაფაჰზე - ბორელი

07 მაისი 2024, 13:45 399 ნახვა

ისრაელის თავდასხმა ქალაქ  რაფაჰზე, სავარაუდოდ, უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან და იგი ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ისრაელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მხრიდან მკაფიო  გაფრთხილება მიიღო - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა.

''ვშიშობ, რომ ეს კვლავ გამოიწვევს უამრავ მსხვერპლს, მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან. ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს” - აღნიშნა ბორელმა.

ორშაბათს პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შუამავლების წინადადებას, მაგრამ ისრაელმა განაცხადა, რომ პირობები არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და ის გააგრძელებს  სამხედრო ოპერაციას რაფაჰში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში