„ნაპოლი“ კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს

30 აპრილი 2024, 14:47 405 ნახვა

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია „ბარსელონას“ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე, თუმცა „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს. როგორც ესპანური მედია წერს, „ბარსას“ ამჟამად არ აქვს ის ფინანსური მდგომარეობა, რომ „ნაპოლის“ მოთხოვნა დააკმაყოფილოს და 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. . პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ კვარას კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებას სთავაზობს, ხოლო წელიწადში 4 მილიონი ევროს ხელფასს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში