იტალიის ქალაქ ტურინის მახლობლად გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა დაწვეს მსოფლიოს დიდი შვიდიანის ჯგუფის ლიდერთა სურათები და სკანდირებდნენ -ისინი 7, ჩვენ 99%.
საპროტესტო გამოსვლა დიდი შვიდიანის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის წინ გაიმართა, მომიტინგეებმა გადაკეტეს ტურინის ჩრდილოეთ წრიული გზა. მინისტრების ორდღიანი შეხვედრა თემაზე "კლიმატი, ენერგია და გარემო" ტურინში დღეს დაიწყება.
იტალია, რომელიც როტაციით წელს დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანაა, ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გამომუშავებაში ნახშირის გამოყენების ეტაპობრივი შეწყვეტის თარიღის დადგენის შესახებ.