საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

29 აპრილი 2024, 08:50 346 ნახვა

ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში შერეული გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრები ფინალში ფრანგებთან 0:4 დამარცხდა და ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მანადმდე კი ჩვენმა გუნდმა იტალია და ხორვატია დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაო ირგუნეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი