მადრიდში პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

28 აპრილი 2024, 09:04 341 ნახვა

მადრიდში ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით ათასობით მოქალაქემ დემონსტრაცია გამართა. ისინი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით აქციაზე 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება 24 აპრილს გაავრცელა, როდესაც ცნობილი გახდა მისი მეუღლის სავარაუდო კავშირი კორუფციასთან. სანჩესი და მოკავშირეები ბრალდებებს ყალბს უწოდებენ.

სანჩესი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები ულტრამემარჯვენე პარტიებისა და მედიის მცდელობაა შელახონ მისი სახელი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი