მეორედ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროპარლამენტის სხდომის დღის წესრიგში. ევროპელი კანონმდებლების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას. მათივე განცხადებით კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაარღვია დაპირება და კანონი ისევ დააინიცირა. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კი ასეთი- თუ კანონს მიიღებენ ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებით ევროკავშირი და ამერიკა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ცდილობენ პარალელური საზოგადოებები შექმნან-ამბობს ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი, რომელმაც დაამატა რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებსა და პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, ეფექტურად გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა კი გამოვიდა ინიციატივით რომ დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ასევე მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ მიზნით ისინი რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, კენჭისყრას კი ხვალ არის ჩანიშნული.