დასავლეთი ბირთვული ომის რისკს აძლიერებს - ლავროვი

22 აპრილი 2024, 13:38 409 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის   განცხადებით,  შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა იწვევს სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რამაც შესაძლოა მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ ძალებს შორის  პირდაპირი დაპირისპირება გამოიწვიოს.

ლავროვის თქმით, შეერთებული შტატები და ნატო შეპყრობილნი არიან რუსეთის სტრატეგიული დამარცხების იდეით და არსებობს რისკები ასეთ დაპირისპირებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული საფრთხის გაზრდა. ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთებას სწორედ ის იწვევს, რომ დასავლეთის ბირთვული ძალების ეგრეთ წოდებული „ტროიკა,“ უკრაინის სპონსორებს შორისა და სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯის მთავარი ინიციატორია.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ეხმარებიან უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში