ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერ არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:35 426 ნახვა

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერ არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია. კოლეგებზე არ მინდა ლაპარაკი, თქვენი საქმეა. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი