საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა მოითხოვა.
შეხვედრა სამშაბათს გაიმართება, სადაც ლიდერები, სავარაუდოდ, ირანის მიერ, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას განიხილავენ.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რეგიონის დეესკალაციას და უსაფრთხოებას“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“.