ავსტრალიაში სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 6 ადამიანი მოკლა, არიან მძიმედ დაშავებულებიც

13 აპრილი 2024, 08:01 463 ნახვა

ექვსი ადამიანი დაიღუპა  სიდნეის გარეუბანში სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად.  სავაჭრო ცენტრში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვი.  

დაკავებისას პოლიციამ ბოროტმოქმედს ესროლა. დანაშაულის მოტივი  უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში