ქართველების მარცხი NBA-ში

12 აპრილი 2024, 08:04 272 ნახვა

ენბია-ის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მე-80 შეხვედრა „ოკლაჰომა სიტისთან“ სტუმრად ჩაატარა და 89:127 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ტეხასური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.

მამუკელაშვილმა 26 წუთში 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 20 გამარჯვება და 60 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.

მცირე სათამაშო დრო მიიღო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, გოგა ბითაძემ.

ქართველი კალათბურთელის „ორლანდო“ „მილუოკის“ დაუპირისპირდა და 99:117 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში