ავარია ქობულეთში. ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. 15 წლის გოგო , რომელიც რუსეთის მოქალაქეა ქობულეთიდან ბათუმში , ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. პირველადი კვლევებით მას თავის არეში აქვს ტრავმები. ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, მუზეუმთან იმ დროს მოხდა, როცა დაშავებული ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა. დაწყებულია გამოძიება.