გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

06 აპრილი 2024, 13:25 473 ნახვა

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში, სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

 

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი