აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად ძალისხმევის გაორმაგებას აპირებენ. ენტონი ბლინკენის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან უკან დახია.
ასევე გახსნა გადაზიდვების გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს ჯო ბაიდენის მოთხოვნა დამატებითი ბიუჯეტის შესახებ.