საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

04 აპრილი 2024, 14:53 521 ნახვა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი