ბათუმელი კარატისტები საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებენ

03 აპრილი 2024, 10:50 473 ნახვა

კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთიდან დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ გუნდთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარა. ჩვენს გუნდს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდება.

ხვალ ქართველი მებრძოლები საფრანგეთში მიემგზავრებიან, სადაც „ფრანს ოუპენზე“ იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებს ოთხი ბათუმელი სპორტსმენი წარადგენს. საფრანგეთში მინდია მგელაძე, დავით მსხალაძე, დათა ფუტკარაძე და ლაშა შანთაძე წარადგენენ. იქედან დაბრუნებულები კი ბათუმში, ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც მაისში ვალენსიაში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები, რომელსაც 2025 წელს იაპონია უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი