დავითაშვილის გოლი და საგოლე პასი საფრანგეთის ჩემპიონატში

01 აპრილი 2024, 08:03 393 ნახვა

საფრანგეთში დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლიგა ერთსა და ლიგა ორში ტურის მატჩები ჩაატარეს. „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა.

ქართველმა შემტევმა ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი „პარიზთან“ ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ – 3:3 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიგა ერთის 27-ე ტურში.

მან „მონაკოსთან“ მატჩში 82 წუთი მიიღო, მისი გუნდი კი სტუმრად 2:5 დამარცხდა. „მეცი“ საფრანგეთის ლიგა ერთში 27 ტურის შემდეგ 23 ქულით ბოლოდან მეორე - მე-17 ადგილზეა, ხოლო „ბორდო“ ლიგა ორში 38 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში