ამერიკის გაფრთხილება რუსეთს

30 მარტი 2024, 10:15 433 ნახვა

თეთრ სახლში ტერაქტზე რუსეთის გაფრთხილების დეტალებზე საუბრობენ. ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ინფორმაცია, რომ უდანაშაულო რუსი ხალხი ტერორისტული აქტის საფრთხის წინაშე იმყოფებოდა, რაც რუსეთის ოფიციალურ პირებს შეატყობინეს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი აქვე აღნიშნავს, რომ ტერორისტულ აქტში ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის როლზე საუბარი აბსურდულია.

კირბიმ კითხვაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი ამერიკას რუსეთი ტერაქტის ალბათობაზე გაეფრთხილებინა, მაშინ როცა ის უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, კირბიმ აღნიშნა, რომ მსხვერპლი უდანაშაულო ხალხი იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. დაამატა, რომ ინფორმირება მათი მოვალეობა იყო, რასაც სერიოზულად მოეკიდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი