სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მიიღო 

28 მარტი 2024, 09:05 261 ნახვა

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მიიღო. იგი ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერად უკვე პარიზი 2024-ზე. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

სანდრო ბაზაძე არის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, აგრეთვე მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი.

2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძემ მე-13 ადგილი დაიკავა, მომდევნო თამაშებზე, ტოკიოში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მე-4 ადგილი ერგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში