საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიის გზაზე საფრანგეთში, კერძოდ, ლიონში შეიარეს და ადგილობრივი კლუბის თანატოლებთან საკონტროლო მატჩი გამართეს. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 36:7 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამ ასაკის ნაკრები 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქ პარმაში "ექვსი ერის" 18-წლამდელთა ფესტივალზე იასპარეზებს.
პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 30 მარტს შოტლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდება.