რატომ ვერ ხერხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგად, სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ათობით შენობაზე ძეგლის სტატუსის მინიჭება? მერიაში ირწმუნებიან, რომ მათივე დაკვეთით მომზადებული დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დასკვნის მოსამზადებლად რამდენიმე თვის წინ გადაუგზავნეს, რასაც სააგენტოში უარყოფენ. რატომ გაებნა მერიას დროსა და სივრცეში ელექტრონული მასალები?