ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაღუპულია სამი ადამიანი 

25 მარტი 2024, 14:00 777 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავარია ქობულეთში. დაიღუპა სამი ადამიანი.  სავარაუდოდ ისინი  ერთი ოჯახის წევრები არიან.  ქობულეთის შემოვლით გზაზე,  გამთენისას, სოფელ ოჩხამურთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.    

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.  დაშავებულები არიან მძღოლებიც, მათ ოპერაცია დასჭირდათ.   

ერთ-ერთი რეანიმაციაში რჩება ამ დრომდე. კიდევ ერთი დაშავებული კი ოჯახის მოთხოვნით, რეანომობილით ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში