ბასილაშვილი მურსიას ჩელენჯერის ვიცე-ჩემპიონია

25 მარტი 2024, 08:03 426 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერზე ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში 19 წლის პორტუგალიელს, ენრიკე როშას დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:3, 6:7, 5:7 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლოს ბასილაშვილმა ბოლოს ტიტული 2021 წლის 2 მაისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მოიგო, სადაც ნიკა BMW Open-ის გამარჯვებული გახდა.

ქართველი ჩოგბურთელი ახალ ტურნირს დღეს იწყებს. ის ნეაპოლის ჩელენჯერის ძირითადი ბადეშია და მეთექვსმეტედფინალში ტუნისელ აზიზ დუგასს შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი