დღეს ბათუმის ყინულის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო ფესტივალი ყინული ჰოკეიში ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს ოთხი და სომხეთის ერთი ჰოკეისტთა გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის ორგანიზატორთა თქმით, შეჯიბრება სპორტის ამ სახეობის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.
ბათუმის სპორტულმა ცენტრმა ჭაბუკ ჰოკეისტებს ახალი სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.