მწვრთნელთა გადამზადება ქართულ ჭიდაობაში 

24 მარტი 2024, 20:01 531 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე ქართული ჭიდაობის მწვრთნელებისთვის ბათუმში, ქართულ ჭიდაობაში ჩატარდა მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგი-სემინარი, რომელსაც ეროვნული ფედერაციიდან მოწვეული მწვრთნელი, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე გიორგი ბერუაშვილი უძღვებოდა.

სემინარი სპორტის აჭარის სპორტის დეპარტამენტის და აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა და მასში მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

აქვე გეტყვით, რომ წელს ბათუმი ქართულ ჭიდაობაში, აბსოლუტურ ფალავნობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი