თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტთა შორის აჭარის წარმომადგენელმა პაატა ურიადმყოფელმა, რომელიც 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საპრიზო ადგილის გარდა ურიადმყოფელმა საქართველოს ნაკრებში გაინაღდა ადგილი და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჯერ ივლისში ევროპის, შემდეგ კი ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.