დაბა ჩაქვში საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის კერების ლოკალიზება.
დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის, ერთი ბინის სამი ოთახი. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა, თუმცა ბინაში მთლიანად დამწვარი ავეჯი, ტექნიკა. ოჯახმა ვერც ერთი ნივთის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მუკუტაძეების 5-წევრიანი ოჯახის მდგომარეობას, შეისწავლიან და შესაბამის კომისიაზე განიხილავენ, თუ რა ფორმით მოხდება მათი დახმარება. ოჯახი ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ისინი ღამეს ახლობელთან გაათევენ დროებით.
ადგილზე ასევე შსს პოლიციაც იმყოფება. თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.