სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეწყვეტის შემდეგ, დასრულდა ის პროექტიც, რომლითაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერები ხვნის ბარათებს იღებდნენ და ე.წ. ქულებს საჭიროების მიხედვით იყენებდნენ. საქართველოსა და რეგიონის მთავრობაში ამბობენ, რომ პროექტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფერმერების მხარდაჭერას ითვალისწინებდა, თუმცა არა უვადოთ. ხელისუფლება მოსახლოებისთვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზებას არ გეგმავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, თუმცა არცერთს ისეთს, რომელიც ფერმერს მაგალითად სასუქის, ან მისთვის სასურველი სასოფლო ტექნიკის შეძენის საშუალებას მისცემს.