ზელენსკიმ ამერიკელ სენატორს უმასპინძლა

19 მარტი 2024, 12:04 474 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან უკრაინის არმიისთვის აუცილებელი დახმარება განიხილა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა სხვადასხვა ტიპის იარაღის საჭიროებას. თეთრი სახლი ცდილობს მოძებნოს გზები უკრაინაში მეტი სამხედრო დახმარების გასაგზავნად, ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციისა და რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გათვალისწინებით. გასულ თვეში სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დახმარების წინააღმდეგ დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი კონგრესმენები გამოვიდნენ. 2024 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი ეწინააღმდეგება კიევის დახმარებას. კიევში ვიზიტისას ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უარს არ ამბობს უკრაინის დახმარებაზე, მაგრამ პრიორიტეტი ამერიკელი ხალხის საჭიროებებს უნდა მიენიჭოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში