სოფელ კვირიკეში საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა

18 მარტი 2024, 12:43 616 ნახვა

სოფელ კვირიკეში საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა. შემთხვევის ადგილას მეხანძრე-მაშველები და პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია და ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. 

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას, შეისწავლიან და შესაბამის კომისიაზე განიხილავენ, რა ფორმით მოხდება მათი დახმარება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი