პუტინის არჩევნები პროტესტის ფონზე

17 მარტი 2024, 20:04 463 ნახვა

სულ რამდენიმე საათში გაირკვევა ვინ გახდება რუსეთის მომავალი  პრეზიდენტი, მანამდე კი რამდენიმე წუთში უბნები დაიხურება. ვიდრე ცესკო მონაცემებს შეაჯამებს, ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად გვესმის, რომ ამ პოსტს არ დათმობს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც საკუთარ თავს ხმა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კაბინეტიდან ონლაინ ფორმატით მისცა. ჯერ შედეგები  არ დამდგარა თუმცა ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს მსოფლიო.

სამი დღეა კენჭისყრის პროცესი პროტესტისა და დაკავებების ფონზე  ტარდება.

ერთპიროვნული დიქტატურის ფონზე ვლადიმერ პუტინის რეჟიმი უკონკურენტოა,თუმცა კრემლის წინააღმდეგ პოზიცია სხვადასხვა გზით არაერთმა მოქალაქემ ციხეში გაშვების  მუქარის მიუხედავად მაინც დააფიქსირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი