ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში

17 მარტი 2024, 10:18 869 ნახვა

პირველი საერთაშორისო ტურნირი და აბსოლიტური ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში. ანდრია ქელეხსაშვილმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, მრავალჭიდში დაგროვებულო ქულათა ჯამით მან პირველობა არავის დაუთმო.

დღეს, ანდრია ფინალურ ასპარეზობაში ჩაერთვება. საერთაშორისო ტურნირში ასევე დაჩი დოლიძე, ლიზი გვალია და მარიამ პატარიძე ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრევის 4-ვე წევრი ფინალში 5 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებს შეეჯიბრებიან თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში.

დაჩი დოლიძის გარდა აღნიშნული შეჯიბრება ქართველი სპორტსმენებისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირია.

დღეს გადაწყდება რამდენი მედლის წამოღებას შეძლებენ ქართველი სპორტსმენები. ტურნირში საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, უკრაინის, უზბეკეთის და ყაზახეთის სპორტსმენები ასპარეზობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი