ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი

16 მარტი 2024, 10:10 426 ნახვა

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი ავრცელებს.

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულთა შორის ექიმი და მაშველია. ისინი აფეთქების შემდეგ, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, როდესაც კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა.

ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხედროები რუსებისთვის სამართლიან რეაგირებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა.  

უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე ისკანდერის რაკეტებით მიიტანეს იერიში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი