აქციაზე  დაკავებულთა  სასამართლო  პროცესი 

20 მარტი 2017, 00:00 3358 ნახვა

პარალელურად გრძელდება ადმინისტრაციული საქმეების განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული კიდევ 3 პირის პროცესი. ისევე როგორც დაახლოებით 80 პირს, ამათაც გამოძიება სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სასამართლომ სულ 45 ადმინისტრაციულ საქმეზე იმსჯელა სასამართლომ, აქედან 7 შემთხვევაში 5 დღიანი პატიმრობა გამოიყენა, 21 პირი კი 250-250 ლარით დააჯარიმა, რამდენიმე პროცესი გადაიდო. მათ შორის გადადებულია ჯიმი ვარშანიძის და რამაზ ხიმშიაშვილის საქმის განხილვაც. ისინი, პოლიციელზე  შეურაცხუყოფის მიყენების მიზეზით 11 მარტს ერთ-ერთი პირველები დააკავეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი