ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.
„რეალმა“ „ბერნაბეუზე“ „ლაიფციგს“ უმასპინძლა და ვინისიუსის ერთადერთი გოლით დაამარცხა. მეორე შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ 3:1 მოუგო და ისიც მეოთხედფინალში ითამაშებს.
„ქალაქელებიდან“ გოლები აკანჯიმ, ალვარესმა და ჰალანდმა გაიტანეს, დანიელთაგან კი ერთადერთი საპასუხო გოლი ელინიუსის ანგარიშზეა.