გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი „უოტფორდში“ 

07 მარტი 2024, 08:01 393 ნახვა

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის მორჩენის შემდეგ უოტფორდს დაუბრუნდა, ქართველი ნახევარმცველის გუნდი ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურში სუონსის ფრედ - 1:1 ეთამაშა.

ჩაკვეტაძე მოედანზე 43-ე წუთზე შევიდა, როცა უოტფორდი 0:1-ს აგებდა. 57-ე წუთზე ჩაკვეტაძემ კუთხური ჩააწოდა და ნიდერლანდელმა ვესლი ჰუდტმა ანგარიში გაათანაბრა.

უოტფორდი 36 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-13 პოზიციაზეა. 9 მარტს უოტფორდი ქოვენთრის უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი